ახალი ამბები

12 წლის გოგონაზე ძალადობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს 

60 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც 12 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ბრალს არ აღიარებს. 

სასამართლოში დაკავებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი გიგა ჯეირანაშვილი იცავს. დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს, 9 სექტემბერს წარუდგენენ. 

სამართალდამცავებმა არასრულწოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით,  1959 წელს დაბადებული ნ.ბ. გუშინ დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიების ვერსიით, 63 წლის მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა. გავრცელებული ცნობით, ტაქსის მძღოლმა მეხუთე კლასელი გოგონა, ავტომანქანით დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით წაიყვანა და მასზე ძალადობა სცადა.

დატოვეთ კომენტარი