ახალი ამბები

12 წლის გოგონაზე ძალადობისთვის დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

63 წლის მამაკავს ბრალი გაუპატიურების მცდელობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და აღკვეთ ღონისძიებას ელოდება, რომელზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

“ბრალს არ აღიარებს, მეტ დეტალს ჯერ ვერ გეტყვით”, – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი გიგა ჯეირანაშვილი.

შეგახსენებთ, პოლიციის ვერსიას:  63 წლის მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა. გავრცელებული ცნობით, ტაქსის მძღოლმა მეხუთე კლასელი გოგონა, ავტომანქანით დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით წაიყვანა და მასზე ძალადობა სწორედ იქ სცადა. მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა მეზობელ მამაკაცს „იცნობდა და ენდობოდა“.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.