ახალი ამბები

შიდა ქართლში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები და სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

შიდა ქართლში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების – 5, ხოლო უკანონო სახერხი საამქროს 1 ფაქტი გამოვლინდა, – ამ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 164 ფაქტი გამოავლინეს.

“მათ შორის 114 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დეპარტამენტის ცნობითვე,  ჯამში, საქართველოს მასშტაბით ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.

“ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, აქედან ერთი შიდა ქართლში.”

დატოვეთ კომენტარი
ტეგები