ახალი ამბები

თბილისის ტაქსი ავტომობილს შეეჯახა – დაშავდნენ მგზავრები

გორი- თბილისის მარშრუტზე მომუშავე მინივენი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევა წუხელ, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.

“მოზაიკას” ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდნენ მგზავრები. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ორ მათგანს თავის ტრავმა დაუდგინდა.

მომხდარს გორის პოლიცია იძიებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.