ახალი ამბები

გორის მერია ბრენდირებულ კალმებსა და ბლოკნოტებს შეიძენს 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ბრენდირებული პროდუქციის შესაძენად, რისთვისაც 25 400 ლარი გაითვალისწინა. 

უწყებას სურს შეიძინოს ბრენდირებული კალმები, საშლელები, ბლოკნოტები, სასაჩუქრე ჩანთები და სხვადასხვა აქსესუარები წარწერით “გორის მუნიციპალიტეტის მერია”/”Gori Municipality City Hall”. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია გეგმავს შეიძინოს: 

  • კალამი – 300 (სამასი) ცალი, სტანდარტული საწერი თეთრი ფერის კალამი, ლურჯი მელნით, დატანილი ლურჯი წარწერა “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall”.
  • ფანქარი – 300 (სამასი) ცალი, სტანდარტული ზომის თეთრის ფერი, საშლელით, ლურჯი წარწერით “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall”.
  • სასაჩუქრე მუყაოს ჩანთა – 200 (ორასი) ცალი, თეთრი ფერის, ლურჯი კანტით, ლურჯი თოკის სახელურით, ზომა (სიმაღლე/სიგანე) არანაკლებ 30X8სმ. გორის მუნიციპალიტეტის გერბით და წარწერით “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall. gori.gov.ge”
  • სასაჩუქრე მუყაოს ჩანთა – 200 (ორასი) ცალი, თეთრი ფერის, ლურჯი კანტით, ლურჯი თოკის სახელურით, ზომა არანაკლებ 27X19X7სმ. გორის მუნიციპალიტეტის გერბით, წარწერით “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall. gori.gov.ge”.
  • სასაჩუქრე მუყაოს ჩანთა – 200 (ორასი) ცალი, თეთრი ფერის, ლურჯი კანტით, ლურჯი თოკის სახელურით, ზომა არანაკლებ 37X25.5X8სმ. გორის მუნიციპალიტეტის გერბით, წარწერით “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall”. gori.gov.ge
  • ჩანთა ნაჭრის – 100 (ასი) ცალი, გამოსაუხლების შესაძლო არე – A4, ლურჯი კანტით. ზომა არანაკლებ 38სმX40 სმ. გორის მუნიციპალიტეტის გერბით, დატანილი წარწერა “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall”.
  • ბლოკნოტი საწერი კალმით – 150 (ასორმცდაათი) ცალი, A6, მასალა მუყაო, გორის მუნიციპალიტეტის გერბით და დროშით, დატანილი წარწერით “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall”.
  • ჭიქა გერბით და დროშით – 150 (ასორმცდაათი) ცალი, კერამიკა, სიმაღლე არანაკლებ 100მმ. დიამეტრი არანაკლებ 80მმ, არანაკლებ 350მლ.მოცულობა.
  • თერმო ჭიქა გერბით და დროშით – 100 (ასი) ცალი, ლურჯი ფერის მეტალი, ხრახნიანი თავსახურით, არანაკლებ 350 მლ. მოცულობა დატანილი წარწერით “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall”.
  • მეხსიერების ბარათი USB ბარათის ფორმის – 100 (ასი) ცალი, მასალა პლასტმასი, ზომა არანაკლებ 8.3/4.3 სმ. მოცულობა არანაკლებ 16GB. პროდუქტზე ფერადი ფოტოს დატანა_ერთ მხარეს გორის მუნიციპალიტეტის გერბი, მეორე მხარეს დროშა.
  • გულსაბნევი მეტალის (მინანქარი) – 100 (ასი) ცალი, სიგანე -1.5 სმ; სიგრძე 2.5 სმ.
  • სტიკერი მოცულობითი მისაკრავი – 150 (ასორმოცდაათი) ცალი, მისაკრავი სტიკერი, ზომა არანაკლებ 60×60 მმ. გორის მუნიციპალიტეტის გერბით და დროშით.
  • ბეიჯი ზონარით – 150 (ასორმოცდაათი) ცალი, ბეიჯი ზიპ ჩამკეტით პლასტიკური, წყალგაუმტარი არანაკლებ 100X80მმ. ზონარის გამოსაუხლების შესაძლო არე 1.2/10 სმ. გერბით და დროშით, წარწერით გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall. gori.gov.ge.
  • ბანერ კონსტრუქცია_როლაპო – 1 (ერთი) ცალი, კედლის ბანერი დასადგამი არანაკლებ 200×200 სმ. გერბით, დროშით ასევე წარწერით გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall. gori.gov.ge
  • გორის მუნიციპალიტეტის გერბი – 10 (ათი) ცალი, არანაკლებ 17X12სმ. ფერადი ორგმინა, ლაზერირებადი პლასტიკით და ხის სამაგრით.
  • მინის გამჭვირვალე ორგმინა – 10 (ათი) ცალი, გორის მუნიციპალიტეტის რუკის გამოსახულებით და ხის სადგამით, მინის და ხის კომბინაცია, ზომა არანაკლებ 20X15სმ.
  • საქართველოს სახელმწიფო გერბი – 1 (ერთი) ცალი, სიმაღლე არანაკლებ 60სმ, სამფეროვანი, ლაზერირებადი პლასტიკი, ფერადი ორგმინა.
  • საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი – 5 (ხუთი) ცალი, სიმაღლე – არანაკლებ 60სმ. ნაწილობრივ სამფეროვანი ლაზერირებადი პლასტიკი, ფერადი ორგმინა.
  • გორის მუნიციპალიტეტის გერბი 5 (ხუთი) ცალი, სიმაღლე არანაკლებ 50სმ. ორფეროვანი ლაზერირებადი პლასტიკი, ფერადი ორგმინა.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ პროდუქციის მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი