ახალი ამბები

ახალსოფელში სკოლის შენობის რეაბილიტაცია შემოდგომით დასრულდება – მგფ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სკოლის შენობის დასრულების შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდი განცხადებას ავრცელეს. 

უწყების ცნობით, შენობის რეაბილიტაციის პროცესში გამოვლინდა კონსტრუქციული ნაწილის პრობლემა, რომელიც დამატებით სამუშაოებს მოითხოვდა.

“შენობის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრების პროექტის მომზადების პარალელურად, წარმოებდა ყველა შესაძლო სამუშაო, ხოლო გამაგრების პროექტის მომზადების შემდეგ, გაგრძელდება როგორც დარჩენილი სამუშაოები, ისე გამოვლენილი ხარვეზების ეტაპობრივად გამოსწორება. შესაბამისად, ახალსოფლის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, შენობის საბოლოო მიღება-ჩაბარებამდე გამოსწორდება ყველა დადგენილი ხარვეზი. 

“ამასთან, მშენებლობა-რეაბილიტაციის ყველა ხელშეკრულება ითვალისწინებს სულ ცოტა 1 წლიან საგარანტიო პერიოდს და ამ პერიოდში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა კონტრაქტორის ვალდებულებაა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით მსჯელობა სამუშაოების საბოლოო დასრულებამდე არის უსაფუძვლო”, -წერია განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, ახალსოფლის მოსახლეობამ სკოლის შენობის რეაბილიტაციის გაჭიანურებისა და ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გამო, საპროტესტო აქცია გამართა. 

1 400 000 ლარი მშენებლობისთვის – უხარისხოდ აშენებული სკოლა და მოსახლეობის პროტესტი

დატოვეთ კომენტარი