სტატიები

ქარელის საბავშვო ბაღების სამზარეულოში ვენტილაციის მოსაწყობად 23 000 ლარი დაიხარჯება 

ქარელის მუნიციპალიტეტის 20 – მდე საბავშვო ბაღში სამზარეულოს ვენტილაციის მოსაწყობად  ტენდერი გამოცხადდა. მერიამ სამუშაოების შესასყიდად 23 578 ლარი გაითვალისწინა. 

შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს. 

“მოზაიკა” გთავაზობთ საბავშვო ბაღების ჩამონათვალს, სადაც ვენტილაციის სისტემა უნდა მოეწყოს. 

  • ბებნისის საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1063.97 ლარი;

  • ქარელის N2 საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1469.79 ლარი;

  • ქვემო ხვედურეთის საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1120.67 ლარი;

  • წვერის საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1063.97 ლარი;

  • ზემოხვედურეთის საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1469.79 ლარი;

  • მოხისის საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1120.67 ლარი;

  • ქვენატკოცა საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1063.97 ლარი;

  • აგარის საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1469.79 ლარი;

  • რუისის N1 საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1063.97 ლარი;

  • აბისის საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1469.79 ლარი;

  • რუისის N2 საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1010.16 ლარი;

  • ბრეთის მეურნეობა საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1469.79 ლარი;

  • რუისის N3 საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1063.97 ლარი;

  • ურბნისის საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1469.79 ლარი;

  • ბრეთის საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1063.97 ლარი;

  • ფცის საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1469.79 ლარი;

  • დვანის საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1120.67 ლარი;

  • ქარელის N1 საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1469.79 ლარი;

  • კეხიჯვრის საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1063.97 ლარი.

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტში 22 საბავშვო ბაღია. მიმდინარე წელს საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია 7 სოფელში დაიგეგმა, ერთში კი ახალი შენობა უნდა აშენდეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.