ახალი ამბები

ხაშურის შემოვლით გზაზე, ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე 4 ხიდი უკვე აშენდა

“ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება”, – წერს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული.

“სამუშაოები მიმდინარეობს 8 ხიდსა და 5 გვირაბზე, საიდანაც 4 ხიდი უკვე აშენებულია. ხაშურის შემოვლითმა გზამ, მნიშვნელოვნად განტვირთა ხაშური საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად გადმოერთო ახალ გზაზე, ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო განახევრდა”, – წერია სამინისტროს განცხადებაში. 

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 265 მილიონამდე ლარია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი