ახალი ამბები

ხაშურის მერია მოსახლეობას ქალაქში კომფორტულად გადადგილებას პირდება 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს პირდება, რომ საგზაო მოძრაობის მხრივ განხორციელებული ცვლილებები დადებითად აისახება როგორც ქვეითებზე, ისე ავტომობილის მძღოლებზე. 

უწყების ცნობით, ქალაქში კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ ქუჩებზე. 

“საავტომობილო და ქვეითთა ნაკადების გაზრდამ გამოიწვია საგზაო მოძრაობის გადატვირთვა და დღის წესრიგში დადგა საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილება. ამ ეტაპზე, საგზაო ნიშნების დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები რუსთაველისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, რამაც გადაადგილების შეფერხება გამოიწვია”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

უწყების ცნობით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, უახლოეს პერიოდში დასრულდება.

“ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობას, მადლობას უხდის მოთმინებისთვის და ჰპირდება, რომ საგზაო მოძრაობის მხრივ განხორციელებული ცვლილებები, ბევრად უფრო კომფორტული იქნება როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ავტომობილებისთვის”, – ამბობენ ხაშურის მერიაში. 

ინფორმაციისთვის, საგზაო მოძრაობის ორგანიზების პროექტი მომზადებულია საგზაო მოძრაობის სამეცნიერო ცენტრის მიერ.

დატოვეთ კომენტარი