ახალი ამბები

ხაშურის საბავშვო ბაღებში კვების სტანდარტი გაუმჯობესდა – ხაშურის მერია

ხაშურის საბავშვო ბაღებში კვების სტანდარტი გაუმჯობესდა, – ამის შესახებ “მოზაიკას” ხაშურის საბავშო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა უთხრა.

ლელა გელაშვილის თქმით, ბაღებში დაინერგა ჰასპის პროგრამა, რაც ითვალისწინებს საბავშვო ბაღებში სამზარეულოების სრულად აღჭურვას, საკვები პროდუქტების მაქსიმალურად დაცვასა და უსაფრთხოებას. 

“ახალი სასწავლო წლიდან ხაშურის საბავშო ბაღებში დაინერგა ჰასპის მეთოდი,ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა სამზარეულოს აღჭურვა ჰასპის მოთხოვნების შესაბამისად. თითოეული ბაღისთვის შეძენილი იქნა სამზარეულოსთვის საჭირო ინვენტარი მაცივრები,ხორცსაკეპი მანქანები,ბავშვთა კვების მენიუში მოხდა ცვლილებები,რითაც ყოველდღიური კალორაჟი მაქსიმალურად მიუახლოვდა სტანდარტს”, – ამბობს ლელა გელაშვილი. 

ინფორმაციისთვის, ხაშურის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის  რეგისტრაცია 1640 -მა აღსაზრდელმა გაიარა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.