ახალი ამბები

ქარელელმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 

ქარელელმა  ძიუდოისტმა, დავით ლომიტაშვილმა სარაევოში გამართულ მსოფილიო ჩემპიონატზე, ჭაბუკთა შორის,  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლომიტაშვილი  55 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. 

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის პირველ დღეს  2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეორე ბრინჯაოს საბა საბაშვილი დაეუფლა. 

ინფორმაციისთვის, დავით ლომიტაშვილმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი, ხოლო ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა.

დატოვეთ კომენტარი