ახალი ამბები

მეჯვრისხევში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო -სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მოზაიკას” განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდრიებულია. 

“უკვე ლიკვიდირებულია ხანძარი, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.