ახალი ამბები

გრაკალი, თელიანი, სასირეთი – კასპის მერია სამ სოფელში წყლის ჭაბურღილებს მოაწყობს

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, სხვადასხვა სამუშაოები მიმდინარეობს.

გრაკალში, თელიანსა და სასირეთში ჭაბურღილების მოწყობა და სათავე ნაგებობების რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 699 999 ლარი დაიხარჯება. 

“გათვალისწინებულია ახალი სათავე ნაგებობის (ჭაბურღილი), სამარაგო რეზერვუარის, მიმწოდებელი მაგისტრალის, მაგისტრალური მილსადენის, საქლორატორო ჯიხურის, ელექტრონული ქსელის და სანიტარულის ზონის მოწყობა”, – ამბობენ კასპის მერიაში. 

შესაბამისი სამუშაოების განსახორციელებლად, მერიამ ხელშეკრულება შპს „თექ ჰაივეის“ გაუფორმა. 

დატოვეთ კომენტარი