ახალი ამბები

გორელი მოსწავლე, ვალერი ნარიკაევი ესეების კონკურსის გამარჯვებულია

ესეების კონკურსში, რომელიც კომპანია „ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა, გორის N 9 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ვალერი ნარიკაევმა გაიმარჯვა.

კონკურსის თემა „ბავშვთა შრომა“ იყო და ვალერის კრიტიკულმა ნაშრომმა პირველი ადგილი დაიკავა.

“მინდოდა, რომ მაქსიმალურად კრიტიკულად წარმომეჩინა პრობლემა, რომელსაც ბავშვთა შრომა ჰქვია. ზოგი თვლის, რომ ბავშვების მუშაობა კარგია, რადგან ჯიბის ფულს გამოიმუშავებენ, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის შედეგია. ჩემი ესეს წარმატება განაპირობა იმან, რომ მე ის დავწერე არა კონკურსში გამარჯვებისთვის, არამედ ვცადე, რომ პრობლემა მკაფიოდ წარმომეჩინა და დამენახებინა მკითველისთვის, თუ რამხელა პრობლემაა ბავშვთა შრომა”, – ამბობს ვალერი. 

გთავაზობთ ამონარიდს ვალერის ესედან:

“ბავშვთა შრომა იძულებითია და ეს ყველაფერი მოქმედებს ბავშვების ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე, ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო მომავალ თაობაზე დგას, ჩვენ კი დაუოკებელი სურვილი გვაქვს რომ მომავალმა თაობამ დაგვიბრუნოს ის, რაც ვერ შეძლო უფროსმა თაობამ, მაგრამ უდიდესი პრობლემა ის არის რომ მომავალ თაობას (გარკვეულ ნაწილს), სახელმწიფო ვერ უქმნის შესაბამის პირობებს და მათ იძულებით უწევთ შრომა, არადა რაოდენ მნიშვნელოვანია ის გარკვეული ნაწილიც კი, ისინიც ხომ მომავალი თაობის წარმომადგენლები არიან.“

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.