ახალი ამბები

გარდაცვლილი ბექა რევაზაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს 

კასპში, სოფელ ქვემო გომიდან გაუჩინარებული ბექა რევაზაშვილის ცხედარი 8 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე მტკვარში იპოვეს. 

არსებული ინფორმაციით, ცხედარი მენახირემ აღმოაჩინა და სამართალდამცავებს შეატყობინა. 

გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ცხედარს ყელზე ტროსი ჰქონდა შემოხვეული.

“მარტო ფეხი ჩანდა მდინარეზე. წავიდნენ სასწრაფოდ მაშველებთან ერთად და ნახეს.  ტროსი ჰქონდა ხუთჯერ შემოხვეული, მძიმე ტვირთი, ქვა ჰქონდა დამაგრებული. ყელზეც ჰქონდა შემოხვეული და ისე იყო წყალში. გაოგნებულები ვართ, ჩვენ თითონაც ვერ ვაზროვნებთ რა მოხდა, იმიტომ, რომ მაგ ბავშვის თვითმკვლელობა გამორიცხულია”, – ამბობს ოჯახის წევრი. 

ინფორმაციისთვის, 27 წლის ბექა რევაზაშვილი სახლიდან 6 აგვისტოს გავიდა. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველებთან ერთად კინოლოგებიც იყვნენ ჩართული. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით აწარმოებს გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.