ახალი ამბები

ბათუმში 21 წლის ხაშურელი დამსვენებელი მოკლეს

მკვლელობა აჭარაში – მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

სისხლიანი დაპირისპირება საკურორტო ზონაში დამსვენებლებს შორის მოხდა. გარდაცვლილი ხაშურში მცხოვრები 21 წლის რეზი ლომსაძეა, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, ის ადგილზევე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ მობილური ტელეფონის გამო დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.

წინასწარი ინფორმაციით, შსს-მ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავა.

დატოვეთ კომენტარი