ახალი ამბები

ახალდაბაში საბავშვო ბაღი აშენდება 

გორის მუნიციპალიტიტის სოფელ ახალდაბაში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. გორის მერიამ სამუშოაებისთვის 773 555 ლარი გაითვალისწინა. 

პროექტის მიხედვით, საბავაშვო ბაღის ერთ სართულიანი შენობა 90 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. 

“თითეულ ჯგუფში შესვლა შეიძლება მთავარი დერეფანიდან, ჯგუფებში ცალ-ცალკეა განთავსებული საკვანძეები (შესაბამისი ინვენტარით ), შენობის სამზარეულოს აქვს თავისი საწყობი. შენობის შესასვლელ ნაწილში არის დირექტორის და სპეც. კაბინეტები, ასევე პერსონალის ოთახი და საკვანძი.  შენობის ყველა კარი რომელიც აკავშირებს შენობას გარე პერიმეტრთან არის ლითონის, ყველა სველი წერტილისთვის განკუთვნილია მეტალოპლასტმასის კარებები, ხოლო დანარჩენ ოთახებში მდფ-ის.  შენობაზე ყველა ფანჯარა ეწყობა მეტალოპლასტმასის”,– ნათქვამია სატედერო დოკუმენტაციაში. 

პროექტის მიხედვით, შენობის გასწვრივ ეწყობა ბილიკი, ეზოს ტერიტორიაზე ეწყობა დეკორატიული ფილები. ეზოს ნაწილზე განთავსებულია ატრაქციონები. ატრაქციონებისთვის განკუთვნილ ადგილას უნდა მოეწყოს კაუჩუკის ფილები. მიწის ნაკვთის შემოსაზღვრა უნდა მოხდეს ლითონის ღობით, ხოლო შესასველში მოეწყოს ჭიშკარი. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი