ახალი ამბები

შინდისში გმირების მონუმენტი დადგეს 

შინდისში 17 გმირის მონუმენტი აღმართეს. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მონუმენტი საბოლოო სახეს სექტემბერში მიიღებს. 

მონუმენტი დღეს, 11 აგვისტოს შინდისის გმირების მემორიალთან ახლოს სიმბოლურად აღმართეს. 

“საბოლოო სახეს სექტემბერში მიიღებს და იქნება გახსნაც”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

ინფორმაციისთვის,  მონუმენტის დასამზადებლად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 930 ათასი ლარი თავდაცვის სამინისტრომ დაფარა. 

მონუმეტნი ბრინჯაოში ჩამოსხმული 17  ქანდაკებებისგან შედგება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.