ახალი ამბები

მოუწესრიგებელი გზა და ტროტუარები – ბაქრაძე ქარელში, ცაბაძის ქუჩის მოპირკეთებას ითხოვს

ქარელში, ცაბაძის ქუჩაზე გზა ავარიულ მდგომარეობაში, რაც მძღოლებს გადადგილების პრობლემას უქმნის, – ამის შესახებ მოზაიკას პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა ვასიკო ბაქრაძე ესაუბრა. 

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის თქმით, ცაბაძის ქუჩა ქარელის ერთ-ერთი ცენტრალური და მნიშვნელოვანი ადგილია და მისი რეაბილიტაცია მთლიანად მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია. 

“ამ ქუჩით სარგებლობს, როგორც ქარელის მოსახლეობა, ასევე ამ გზით ერთმანეთს უკავშირდება რამდენიმე სოფელი, მაგალითად  ზემო და ქვემო ხვედურეთი, ღვლევი და ა.შ.”

როგორც ბაქრაძე ამბობს, მოუწესრიგებელი გზა ავარიულ სიტუაციებსაც ქმნის. 

“არა ერთხელ შექმნილა ავარიული სიტუაცია და სასწრაფოდ არის საჭირო მისი შეკეთება. მოსაწესრიგებელია ამ ქუჩაზე მდებარე ტროტუარებიც, რომელიც დაფარულია ბალახით და მოსახლეობას სამანქანო გზაზე უწევთ სიარული, რაც ასევე საფრთხეს უქმნით ადამიანებს”, – ამბობს ვასიკო. 

მისი თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით მას ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა. 

დატოვეთ კომენტარი