ახალი ამბები

გაუფრთხილებლობით პლასტმასის კონტეინერი ბოლომდე დაიწვა – კეთილმოწყობის სააგენტოს განცხადება

ცეცხლმოკიდებული ნაგვის ურნის ფოტო დღეს, გორში, ცხინვალის გზატკეცილზეა გადაღებული, – ამ ტექსტით აქვეყნებს ფოტოს გორის კეთილმოწყობის სააგენტო სოციალურ ქსელში. 

სააგენტო საზოგადოების მისამართით განცხადებასაც ავრცელებს:

“გაუფრთხილებლობით და დაგვიანებული რეაგირების გამო, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პლასტმასის კონტეინერი ბოლომდე დაიწვა. მსგავსი ფაქტები მუნიციპალიტეტის მასშტაბით არცთუ იშვიათად ხდება.

გთხოვთ, ყველამ ერთად გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და გავუფრთხიდეთ საერთო სარგებლობის ნივთებს და ტერიტორიებს! ნუ დავაზიანებთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს!

ნუ გვექნება გულგრილი დამოკიდებულება მსგავსი ფაქტების მიმართ და დასახმარებლად დროულად დავუკავშირდით შესაბამის სამსახურებს!”

დატოვეთ კომენტარი