ახალი ამბები

“აგვისტოს ომის გმირების სიმამაცე და თავდადება სამაგალითოა” – ხაშურის მერი 

ხაშურში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავები და მემორიალები გვირგვინებით შეამკეს. 

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი -კაპრალი დავით ბლიაძე ქვიშხეთშია დაკრძალული, კაპრალი ზაურ მახარაშვილი, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ მედალი “მხედრული მამაცობისთვის” გადაეცა, მისი მშობლიური სოფლის – ოსიაურის სასაფლაოზე,  ხოლო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი, კაპრალი გიორგი წიქარიშვილი კი თბილისის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. 

“ქართველი ხალხი მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მუდმივად იბრძოდა თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. აგვისტოს ომის გმირების სიმამაცე და თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისთვის”, – აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

გვირგვინებით შეიმკო ხაშურში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხეივანში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი და შინდისის ბრძოლის მემორიალი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები