ახალი ამბები

გორელმა მოსწავლემ ქართულის გამოცდაში მაქსიმალური ქულა მიიღო

გორის #5 საჯარო სკოლის მოსწავლე, ლუკა ჭოველიძემ ქულათა მაქსიმუმი – 60 მიიღო, რაც შიდა ქართლის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელია.

“ასეთ შედეგს არ ველოდი. მთელი წლის განმავლობაში სათანადოდ ვერ ვემზადებოდი ეროვნული გამოცდებისთვის ქვეყანაში არ ყოფნის გამო. როცა „naec-ის“ გვერდზე შევედი და შედეგი ვნახე, თავიდან ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა 60 ქულა ეწერა. შემდეგ, რამედიმე წუთი ეიფორიულ მდგომარეობაში ვიყავი, სანამ მეგობრებსა და ახლობლებს ჩემს შედეგს გავუზიარებდი”, – ამბობს ლუკა. 


ლუკას პროფესია უკვე არჩეული აქვს. ის სამომავლოდ საერთაშორისო ურთიერთობების სწავლასა და ელჩობას გეგმავს.

დატოვეთ კომენტარი