ახალი ამბები

გორელი კალათბურთელი ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის გამარჯვებულია

გორელი კალათბურთელი ნატალი ჩუტკერაშვილი, ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის გამარჯვებულია.

საქართველოს ნაკრებმა ამ წარმატების შემდეგ ევროპის B დივიზიონის საგზური მოიპოვა.

“ეროვნული გუნდის რიგებში მოასპარეზე ნატალიმ, C დივიზიონის მატჩებში, ჩვენი ქვეყნის ნაკრების მიერ მოპოვებულ გამარჯვებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ფინალამდე, გზიდან ჩამოიცილა მოლდოვის, გიბრალტარის და ალბანეთის გუნდები”, – ინფორმაციას სპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ფინალში, საქართველოს ნაკრებმა მალტა დიდი უპირატესობით 61:37 დაამარცხა, ნატალიმ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მან 12 ქულა დააგროვა და 19 მოხსნა მიითვალა.

ინფორმაციისთვის, ჩუტკერაშვილი, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის კალათბურთის სექციაში, გამოცდილ მწვრთნელ ვერა შავშიშვილთან აღიზარდა და 18 წლამდელთა ნაკრებმადე, უთამაშია საქართველოს 16 და 14 წლამდელთა ნაკრებებშიც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.