ახალი ამბები

რიუსის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეს ილია ბალიაშვილს “ეტალონის” დიპლომი მიენიჭა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლი, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ილია ბალიაშვილი საქართველოს 30 წარმატებულ მოსწავლეთა შორის მოხვდა, რომლებიც  საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ “ეტალონის” 2022, წლის პირველ შემაჯამებელ კონკურსში იასპარეზებენ.

ილია ბალიაშვილს “ეტალონმა” წარმატების დამადასტურებლად დიპლომი მიანიჭა.

“ილია ბალიაშვილი “ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის” ტიტულის მფლობელია, შემაჯამებელ კონკურსამდე ილიამ “ეტალონის” პირველ და მეორე ეტაპები ბრწყნვალედ გადალახა და მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა”, – ნათქვამია ინფორმაიციაში, რომელსაც etaloni.ge ავრცელებს.

საქართველოს ინტელექტს ჩემპიონატი “ეტალონი” დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭეით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე- ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

დატოვეთ კომენტარი