ახალი ამბები

გააუმჯობესე გარემო – გორის მუნიციპალიტეტის მერიის შანსი მოქალაქეებს

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 3 000 000 ლარი, რომელიც ქალაქის გარემოს გაუმჯობესებასა და კეთილმოწყობას მოხმარდება.

აღნიშნული აქტივობის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს აძლევს შანსს, წარადგნინონ ინიციატივა ქალაქის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და გამარჯვებული იდეები სრულად დაფინანსდება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

საინიციატივო წინადადებების წარდგენა 29 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს.დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდს

დატოვეთ კომენტარი