ახალი ამბები

ხაშურში გზების დაგება წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობის შემდეგ დაიწყება

ხაშურში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია შემოდგომით დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაცია “მოზაიკას” ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსმა ნინო სუხიაშვილმა მიაწოდა.

“ხაშურში გზების რეაბილიტაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც განხორციელდება წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგების პროექტი, რომელიც, როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან შეგვატყობინეს, უკვე შემოდგომით უნდა დაიწყოს.”

ხაშურის მოსახლეობა ქალაქში არსებული გზების რეაბილიტაციას ითხოვს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი