ახალი ამბები

მღვდელი ლევანი ჯიქური კასპში, ბავშვებს ნაყინზე ეპატიჟება

კასპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი, მამა ლევანი (ჯიქური) ბავშვებს ნაყინს უფასოდ დაურიგებს. 

ინიციატივის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

“აგვისტოში გარდაცვლილი მამის იუბილე მაქვს და მის სახელზე პირველ აგვისტოს, ორშაბათს ფოსტის წინ უფასოდ ნაყინი დაურიგდენათ ბავშვებს. გთხოვთ, რომ გაავრცელოთ ინფორმაცია და ხალხს გააგებინოთ. მოვიდნემ ფოსტის წინ და უთხრან, მამაო რომ ნაყინს არიგებს, იმაზე ვართო”

ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ, მისი ორგანიზებით თბილისის ზოოპარკში წაიყვანეს ის ბავშვები, რომლებსაც მანამდე ზოოპარკი არასდროს ენახათ.

დატოვეთ კომენტარი