ახალი ამბები

გორის ავტოსადგური ტრანსპორტს ინგლისურენოვან აბრებს დაამატებს

უცხოელი ტურისტებისთვის გორის ავტოსადგურის ტრანსპორტით სარგებლობა დისკომფორტს წარმოადგენს, რადგან ავტოსადგურის ტერიტორიაზე, მათ შორის არც ტრანსპორტზე, არ არის განთავსებული უცხოენოვანი აბრები.

“მოზაიკასთან” საუბრისას, ავტოსადგურის დირექტორი, ზურაბ ჭეჭელაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდება.

„ეს საკითხი მართლაც დგას დღის წესრიგში. ავტოსადგურის ტერიტორიაზე არ არის უცხოენოვანი აბრები და პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ქართველმა, ისე არაქართველმა მომხმარებელმა კომფორტულად და დაბრკოლებების გარეშე შეძლოს ავტოსადგურით სარგებლობა“, – გვითხრა ზურაბ ჭეჭელაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი