ახალი ამბები

“საზაფხულო ბანაკი 2022” – გორის მერია 200-მდე ახალგაზრდას ბაკურიანში წაიყვანს

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში ,,საზაფხულო ბანაკი 2022’’ იხსნება. ინიციატივა გორის მერს უკითხვნის.

გორის მერიის ინფორმაციით, ბაკურიანში 200-მდე ახალგაზრდა გაემგზავრება.

პროექტში მონაწილეობას შეძლებენ:

  • გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები;
  • გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელები;
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები;

მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა:  https://docs.google.com/…/1FAIpQLScng2Qk4g14rP…/viewform

როგორ მერიაში ამბობენ, ბანაკისთვის ახალგაზრდების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა;
  • გასაუბრება;

“ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ: სტრესის მართვა ეფექტური კომუნიკაცია, სამოქალაქო აქტივიზმი და მისი ფორმები, ადგილობრივი თვითმმართველობა და ამომრჩეველი, ადგილობრივი პრობლემების ანალიზი და ადვოკატირება”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში. 

უწყების თქმით, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.

თითოეულ ნაკადზე ბაკურიანში 50 ახალგაზრდა გაემგზავრება. ისინი საზაფხულო ბანაკში 4 სრული დღე დარჩებიან.

პროექტის ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიფარება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.