ახალი ამბები

ქართული ენის შემსწავლელი პლატფორმის შესაქმნელად, მარიამ ისპირიანს მხარდაჭერა სჭირდება 

გორელ ახალგაზრდას მარიამ ისპირიანს კონკურსის  „Big Idea Challenge“ – ის მოსაგებად საზოგადოების დახმარება სჭირდება. 

მარიამი გიულგიუნ მამედხანოვთან ერთად მონაწილეობს პროექტში, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევთ, შექმნან და მსოფლიოს გააცნონ საკუთარი ინოვაციური „სტარტაპები“.

მარიამის და მისი მეგობრის იდეა “გრანდალა” ქართული ენის შემსწავლელი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას ინოვაციური მეთოდით შეისწავლონ ქართული ენა, ამავე დროს პლატფორმაზე, ქართული ენის ექსპერტებს ექნებათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ და ქართული ენა შეასწავლონ ბენეფიციარებს.

“იდეას ვახორციელებთ მე და ჩემი მეგობარი. ამ პლატფორმის შექმნა, გარდა იმისა, რომ ქართული ენის შესწავლას შეუწყობს ხელს ეთნიკურ უმცირესობაში, მგონია რომ რაღაც ფორმით საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მშვიდობის მშენებლობაშიც შეიტანს წვლილს. გვჭირდება ხმები რომ კონკურსში გავიმარჯვოთ, ჩვენს კატეგორიაში მაინც, ბრიტანეთის საბჭოსგან გვექნება ფინანსური მხარდაჭერა და მენტორინგი”, – გვიყვება მარიამი

ხმის მიცემა 10 ივლისამდეა შესაძლებელი. ხმის მისაცემად, უნდა გადახვიდეთ ლინკზე, სადაც დაგხვდებათ 1 წუთიანი პრეზენტაცია “GRANDALA”-ს იდეის შესახებ და “VOTE” ღილაკზე დაკლიკებით დაუჭერთ მხარს.

მარიამი პროექტში ივანე ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსი სახელით მონაწილეობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.