ახალი ამბები

შიდა ქართლში ქართულის გამოცდაზე 16 აბიტურიენტი არ გამოცხადდა / 06.07.2022

დღეს გორში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე ეტაპი ჩატარდა. 

გორის საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლის, თინათინ გვერდწითელის თქმით, დღევანდელ გამოცდაზე 16 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

“დღეს 12:საათზე დათავრდა აბიტურიენტების გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მეორე სესიაზე შევიდნენ სტუდენტებიმ რომლებსაც სურთ გრანტის გაუმჯიბესება და ასევე ვისაც პედაგოგის სტატუსის მოპოვება უნდა. სტუდენტების 132 აპლიკაცია სემოვიდა საგამოცდო ცენტრში, მაგრამ გამოცდაზე გამოცხადაა 101, ხოლო რაც შეეხება პედაგოგის სტატუსის მიღების მსურველებს, იყო 158 განაცხადი და გამოცდაზე გამოცხადა 146″, – ამბობს გვერდწითელი.

დატოვეთ კომენტარი