ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლებს 67 მედალოსანი მოსწავლე ჰყავს

67 მედალოსანი მოსწავლე ჰყავს ქარელის მუნიციპალიტეტს, – ამის შესახებ ინფორმაცია ქარელის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი კობახიძემ მოგვაწოდა.

ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტის სკოლებს 290 ოქროს მედალოსანი ჰყავს  – პირველადი ინფორმაცია

“36 სკოლიდან მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრული მე-12 კლასი დაამთავრა 532 მოსწავლემ, 20 სკოლიდან კი გვყავს 67 მედალოსანი მოსწავლე.”

“მოზაიკა” გთავაზობთ მონაცემებს, თუ რომელ სკოლას რამდენი მედალოსანი მოსწავლე ჰყავს:

  • აგარის საჯარო სკოლა – 6 მედალი;
  • ბრეძის საჯარო სკოლა – 2 მედალი;
  • ბებნისის საჯარო სკოლა – 5 მედალი;
  • დირბის საჯარო სკოლა – 2 მედალი;
  • ზემო ხვედურეთის სკოლა – 2 მედალი;
  • კეხიჯვრის საჯარო სკოლა – 1 მედალი;
  • მოხისის საჯარო სკოლა – 5 მედალი;
  • რუისის 1-ლი საჯარო სკოლა -3 მედალი;
  • რუისის მე-2 საჯარო სკოლა – 2 მედალი;
  • რუისის მე-3 საჯარო სკოლა – 4 მედალი;
  • საღოლაშნის საჯარო სკოლა – 2 მედალი;
  • ურბნისის საჯარო სკოლა -3 მედალი;
  • ფცის საჯარო სკოლა – 2 მედალი;
  • ქარელის 1 ლი საჯარო სკოლა – 6 მედალი;
  • ქარელის მე 2 საჯარო სკოლა – 8 მედალი;
  • ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლა -5 მედალი;
  • ქვენატკოცის საჯარო სკოლა – 1 მედალი;
  • ძლევიჯვრის საჯარო სკოლა – 1 მედალი;
  • ქარელის გიმნაზია – 4 მედალი;
  • ბერძენაულის საჯარი სკოლა -3 მედალი.

მედლების რაოდენობით, 8 მედლით ქარელის მე 2 საჯარო სკოლა ლიდერობს.

რესურსცენტრის ინფორმაციით, გასულ 2021 წელს პანდემიის გამო მედლების გადაცემა ვერ მოხერხდა. ამიტომ ორივე წლის მედლების გადაცემა წელს მოხდება.

დატოვეთ კომენტარი