ახალი ამბები

კასპის 6 სოფელში სპორტული ტრენაჟორები დამონტაჟდება – ჩამონათვალი

კასპის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში სპორტული სივრცეები მოეწყობა. ტრენაჟორების დასამონტაჟებლად, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და ამისთვის ბიუჯეტში 148`422 ლარი გაითვალისწინა. 

ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება: 

  • ყარაფილაში
  • კოდისწყაროში
  • თვაურებში
  • ქვემო გომში
  • თეზიში
  • ქვემო ჭალში.

სანტენდერო პირობების მიხედვით, ტრენაჟორების გარდა, შერჩეულმა კომპანიამ უნდა მოაწყოს საჩრდილობელი და მოედანი ტრენაჟორებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.