ახალი ამბები

“დედ-მამის დანატოვარი ნაკვეთის გამო, დახმარება შემიჩერეს” – 80 წლის ქალი აგარიდან

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში ცხოვრობს 80 წლის ქალი, რომელიც წლებია სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვს. 

“უნდა ვთქვა, რაც სიმართლეა, ნაციონალების დროს ვღებულობდი, მოვიდა ახალი მთავრობა და დახმარება შემიჩერა. მიზეზად დედ -მამის მიერ დანატოვარი მიწის ნაკვეთი დაასახელეს ,რომელსაც არც კი ვამუშავებ და იქიდან არანაირი შემოსავალს არ ვღებულობ’, – გვითხრა ნანული ცაბაძემ.

ის მარტო ცხოვრობს და საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ერთადერთი შემოსავლით, პენსიით ცდილობს. 

“მარტო მიწის ნაკვეთს ხედავენ, სახლში არც გაზი მაქვს და არც წყალი. “პლიტაზე” ვაკეთებ საჭმელს ,ტელევიზორიც გამიფუჭდა. არაფერი შემოსავალი მე არა მაქვს, მარტო პენსიით ვცხოვრობ. თან ავადმყოფი ქალი და სულ იმას ვიძახი, რამე რომ დამემართოს მომხედავი არავინ არ მყავს”.

ნანული ცაბაზე ამბობს, რომ ხმას დღემდე “ქართულ ოცნებას” აძლევს. 

“მიუხედავდ ყველაფრისა, მე მაინც ყოველთვის ოცნებას ვაძლევდი ხმას. იქნებ მომხედონ და დამეხმარონ”. 

დატოვეთ კომენტარი