ახალი ამბები

გორელი მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლა იხსნება 

“საზაფხულო სკოლა” 5 ივლისიდან გორის კულტურის ცენტრში და ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიხსნება. 

პროექტი ხორციელდება სოციალურად დაუცველი და იძულებით ადგილნაცვალი ოჯახების ბავშვებისთვის.

“4 ივლისიდან ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში ,,საზაფხულო სკოლის’’ მეორე ეტაპი დაიწყება (მის. გორი, სუხიშვილის #20). სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8-დან 11 წლამდე ასაკი ბავშვებს.  ხანგრძლივობა – 2 კვირა, პროცესი მოიცავს 2 საათს”, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრს. 

გორი, სუხიშვილის #20, ტელ: 0370 27 76 65; 555 32 23 23;

კულტურის ცენტრი –  გორი, მშვიდობის გამზირი 12/ა;

ტელ:  599 11 65 88; 555 64 14 76;

საკონტატო ინფორმაცია:

 სუხიშვილის ქ. 20.

ტელ: 0370 27 76 65 / 555 32 23 23;

მშვიდობის გამზ. 12/ა;

ტელ: 599 11 65 88 / 555 64 14 76;

პროექტის მიზანია, მოზარდებისათვის ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროცესი მოიცავს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას.

დატოვეთ კომენტარი