ახალი ამბები

კირბალში ოკუპანტები მეოთხე საგუშაგოს აშენებენ

სოფელ კირბალში ოკუპანტები ახალ, მეოთხე საგუშაგოს აშენებენ.

ინფორმაცია თავდაპირველად ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა, ახლა კი ფაქტს სუსი-ც ადასტუტებს.

“მოზაიკა” ესაუბრა კირბალის მცხოვრებლებს, ადგილობრივები შეშინებულები არიან და ამბობენ, რომ დაკარგული აქვთ საძოვრები, სასაფლაოს ნაწილი და სალოცავი.

მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსული ფორმირებები არარსებულ საზღვარს თავად კვეთავენ და ხალხი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიიდან ცხინვალში გადაჰყავთ.

სუს-ში აცხადებენ, რომ ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით აამოქმედეს ცხელი ხაზი და საქმის კურსში ჩააყენეს სადამკვირვებლო მისია.

დატოვეთ კომენტარი