ახალი ამბები

ქარელის მოსახლეობა დღეს დაგეგმილ აქციას ოჯახებით უერთდება – ენმ

ქარელის მოსახლეობა დღეს დაგეგმილ აქციას ოჯახებით უერთდება”, – ამის შესახებ ქარელის საკრებულოს წევრი ენმ-დან მარიამ ქელეხსაშვილი აცხადებს.

„ქარელიდან აქციაზე წამსვლელთა მსურველი ბევრია. დღევანდელ აქციას ხალხი თვითორგანიზებულად ოჯახებით უერთდება.დღეს საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოვხატოთ სწორი პოზიცია, რომ ჩვენ არ გვინდა ბნელეთი, ჩვენ არ გვინდა რუსეთში ცხოვრება და რომ ჩვენ გვინდა პროგრესი და ნათელი მომავალი. უნდა ავიცილოთ ის დიდი საფრთხე, რასაც რუსეთში დაბრუნება ჰქვია და რასთან ბრძოლასაც ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები. არ უნდა დავბრუნდეთ რუსეთში!” – ამბობს მარიამ ქელეხსაშვილი.

აქცია თბილისში 20:00 საათზე დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი