ახალი ამბები

„ნაცების მოწყობილია” – გორელი მასწავლებელი, რომელიც გარყვნილ ქმედებაში დაადანაშაულეს

„ნაცების მოწყობილია”, – ასე გამოეხმაურა გორელი მასწავლებელი, მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც მან სექსუალური ხასიათის გარყვნილი ქმედება ჩაიდინა 15 წლის ბიჭთან.

“ნაცების მოწყობილია, გამაფრთხილეს კიდეც რამდენიმე დღით ადრე რომ პროვოკაციას მიწყობდნენ, მაგიდიდან არც ავმდგარვარ, არ მივკარებივარ არცერთ მოსწავლეს”, – აცხადებს ზ.ქ.

მასწავლებლის აღნიშნულ ბრალდებას გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და საკრებულოს დეპუტატი ანი ბალიაშვილი.

“ძალიან კარგად იცნობს შიდა ქართლის მოსახლეობა აღნიშნულ პიროვნებას, მისი წარსულიც ყველასთვის ცნობილია, გიმნაზიიდან აღნიშნული მიზეზით გამოუშვეს თავის დროზე, მას ერთ-ერთი მინისტრი მფარველობს და ამიტომაა რომ არ დააკავეს”, – აცხადებს ბალიაშვილი.

როგორც ცნობილია, 15 წლის ბიჭის მიმართ სავარაუდო გარყვნილი ქმედების გამო, პოლიციამ გამოძიება დაიწყო. სკოლიდან ამოღებულია ვიდეოკამერის ჩანაწერები. თავად მასწავლებელი კი, გამოძიების დასრულებამდე სასწავლო პროცესს ჩამოაშორეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.