ახალი ამბები

„მადლობა ჩემს თანამშრომლებს, რომ ცხოველთა უფლებადამცველებმა შეგვაქეს”

„მადლობა ჩემს თანამშრომლებს, რომ ცხოველთა უფლებადამცველებმა შეგვაქეს”, – მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ახალი დირექტორი ბაქარ გიუნაშვილი, ოპოზიციური პარტიის ფრაქციის სხდომაზე მივიდა, სადაც განხილული იყო ძაღლების სიმრავლის პრობლემა.

“პრობლემების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს დროულად, ის სუსტი და ძლიერი მხარეები რაც გვაქვს, სუსტი უნდა გამოვასწოროთ. მადლობელი ვარ ცხოველთა უფლებადამცველებმა აღნიშნეს, რომ სააგენტო აქამდე კარგად ფუნქციონირებდა, მადლობა ამისთვის ჩემს თანამშრომლებს, რომ გარდა კრიტიკისა, დადებითიც მოვისმინეთ”, – განაცხადა ბაქარ გიუნაშვილმა.

მისივე განმარტებით, პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.