ახალი ამბები

კასპის მერია ამწე კალათის შესაძენად 255 000 ლარს დახარჯავს

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა ამწე კალათის შესყიდვისთვის, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 255 000 ლარს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების მოწოდება ქალაქ კასპში.

“მიწოდების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ოთხმოცდაათი კალენდარული დღით”, – წერია ხელშეკრულებაში.

ტენდერი 20 ივნისს სრულდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.