ახალი ამბები

იმედია, “გლდანი” მკაცრად დაისჯება მომხდარი დაპირისპირების გამო – ზურაბ ლომიძე 

“ალბათ სადისციპლინო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, დიდი იმედი მაქვს, რომ გლდანის გუნდი მკაცრად დაისჯება, – განაცხადა ხაშურის “ივერიის” მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ლომიძემ.

მწრთვნელი ამბობს, რომ ფეხბურთის ფედერაციისგან შესაბამის რეაგირებას ელოდება. 

“იმედია გამოიძიებენ ძირეულად, საიდან დაიწყო ყველაფერი. მე მატჩის კომისრის კომენტარს მოვუსმინელ, რომელიც მთელ ბრალეულობას გლდანის გუნდს აკისრებს. იმედია ფეხბურთის ფედერაცია გაითვალისწინებს”, – თქვა ლომიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის “ივერია” სატურნირო ცხრილში 16 ქულით მესამე ადგილს იკავებს,  თბილისის “გლდანი” კი მეორე ადგილზეა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.