ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ტურისტული კლუბები იხსნება 

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტურისტული კლუბები იხსნება.

კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ცნობით, მოსწავლეების ტურიზმის საქმიანობაში აქტიურად ჩართვისთვის შეხვედრა მოეწყო სკოლების წარმომადგენლებთან. 

“შეხვედრაზე ტურისტული კლუბების მომავალი საქმიანობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ,  გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა ნანა ტერმაკოზაშვილმა, ტურიზმის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ტურიზმის განვითარების საკითხებში თამაზ მაყაშვილმა,  მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა ლეილა ნამორძემ, ხოლო ამავე სკოლის პედაგოგმა, სასკოლო ტურისტული კლუბის “ჰორიზონტი” – ს კურატორმა ნანა წიწუაშვილმა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასკოლო ტურისტული კლუბები მუშაობას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგებიან.

დატოვეთ კომენტარი