ახალი ამბები

ხაშურის სკოლებთან შუქნიშნები და ე.წ მწოლიარე პოლიციელები დამონტაჟდება – მერია

ხაშურის მუნიციპალიტეტის N2 და N3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ მწოლიარე პოლიციელები დამონტაჟდება. ამის შესახებ, “მოზაიკას” ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო სუხიაშვილმა, განუცხადა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით იმ სამწუხაო ამბის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა და ახლაც როგორც გავიგეთ, მანქანა ბავშვს დაეჯახა და საბედნიეოდ ეს ამბავი კარგად დასრულდა. ჩვენი საქმიანობა არ არის კავშირში ამ ინციდენტებთან, ჩვენ შესწავლილი გვქონდა გადატვირთული მოძრაობა და გადაწყვეტილი გვქონდა რამენაირად ეს საკითხი მოგვეგვარებინა. ამ მიზნით მოწვეული იყვნენ სპეციალისტები და გადაწყვუტეს რომ რუსთაველის ქუჩა გახდეს ცალმხივი და შესაბამისად, ქალაქის მესამე სკოლასთან და ქალაქის მეორე სკოლასთან დაყენდება “ბუგოროკბი”, რათა მოძრაობა შესაბამისად შენელდეს”, – განმარტა სუხიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პირველ სკოლასთან, ტაბიძის ქუჩაზე მოეწყობა შუქნიშანი, დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდველები და დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე იქნება 50 კმ/სთ.

დატოვეთ კომენტარი