ახალი ამბები

„პროექტები, რომელშიც ხალხის ფული იხარჯება, უყურადღებოდ არ უნდა იყოს მიგდებული”

„პროექტები, რომელშიც ხალხის ფული იხარჯება, უყურადღებოდ არ უნდა იყოს მიგდებული”, – ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა შოთა კურტანიძემ ისაუბრა.

კურტანიძემ მერიის მიერ საკრებულოზე წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების ანგარიში გააკრიტიკა. მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში მხოლოდ მშრალი რიცხვებია ასახული.

“ეს არის მშრალი ციფრები, რაც მერიამ წარმოადგინა,რომლებიც არაფერს არ აღნიშნავენ.მერიის განცხადებით 16 მილიონის გახარჯვა მოხდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კონკრეტულად რა გაკეთდა ანგარიშში არაა ასახული .მაგალითისთვის მოვიყვან ყბადაღებული კულტურის სახლის მშენებლობას ხაშურში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ისევ იმ მდგომარეობაშია. პროექტებში სადაც ხალხის ფული იხარჯება ასე უყურადღებოდ არ უნდა იყოს მიგდებული”, – განაცხადა შოთა კურტანიძემ.

როგორც ცნობილია, გასულ წელს ხაშურის მერიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 16 მილიონი ლარი დახარჯა.

დატოვეთ კომენტარი