ახალი ამბები

კასპში თეა ქუტაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყობა

კასპის N1 საჯარო სკოლაში მხატვარ თეა ქუტაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყობა.

“7 ივნისს, გიწვევთ თეა ქუტაშვილის პერსონალურ გამოფენაზე, რომელიც 13:00 საათიდან გაიხსნება”, – ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თეა ქუტაშვილი კასპელი მხატვარია. ის ასევე არის კასპის N1 საბავშვო ბაღის დირექტორი. მისი პირველი გამოფენა 2010 წელს, კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეწყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.