ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტს 5 თვეში 59 ათასზე მეტი ვიზიტორი და ტურისტი სტუმრობდა 

გორის მუნიციპალიტეტის 1 იანვრიდან 3 ივნისის ჩათვლით 59 557 ვიზიტორი და ტურისტი ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილება ავრცელებს. 

განყოფილების ცნობით, ხუთ თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი მუნიციპალიტეტს მაისში ჰყავდა. 

შემოსული ვიზიტორიებიდან 43 728 უცხოელი იყო. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისიდან იხსნება. 

დატოვეთ კომენტარი