ახალი ამბები

გორში, სოხუმის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

გორში, სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

აღნიშნული ქუჩის სიგრძე 210 მეტრია და კომბინატის დასახლებაში მდებარეობს.

“პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი პირველ ივნისს გამოაცხადა. ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, იგეგმება ტროტუარის რეაბილიტაციაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 221 035 ლარია”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეშუ უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.