ახალი ამბები

ბაქარ გიუნაშვილი მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში ჯერ არ დანიშნულა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი ბაქარ გიუნაშვილი შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში დირექტორის პოზიციაზე ჯერ არ დანიშნულა.

“შვებულებაშია დღეის ჩათვლით, ჯერ არ ვიცი გააგრძელებს თუ არა ჩვენთან მუშაობას”, – განაცხადა სტრატეგიული მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა ხმალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაქარ გიუნაშვილი შვებულების დასრულების შემდეგ დატოვებს სტრატეგიული მართვის სააგენტოს, სადაც ის შესყიდვების სპეციალისტის პოზიციას იკავებს.

თავად გიუნაშვილი “მოზაიკას” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. გარდა ამისა, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის არცერთი სპეციალისტი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.