ახალი ამბები

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს 

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინა 8 უკანონო სახერხი საამქრო. 

“არარეგისტრირებული, უმეტესად ლენტური ტიპის სახერხი საამქროები მოქალაქეებს, იმერეთში, აჭარაში, შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში, საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ერთი უკანონო საამქრო აღმოაჩინს ხაშურის მუნიციპალიტეტშიც. 

“ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”, – განმარტავენ უწყებაში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.