ახალი ამბები

გორის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება – რესტორნები მუშაობას ვერ ახერხებენ 

გორის ნაწილს დილიდან სასმელი წყალი არ მიეწოდება. შეწყვეტილი წყალმომარაგების გამო, ქალაქში არსებული რესტორნები მუშაობას ვერ ახერხებენ. 

“წყალი არ გვექნება მთელი დღე გავაუქმებთ შეკვეთებს. გვითხრეს 6 საათზე ჩაირთვებაო”, – ამბობენ ერთ-ერთ რესტორანში. 

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყალი გეგმიური სამუშაოების გამო შეწყდა. უწყების ინფორმაციით სასმელი წყალი ამ დროისთვის არ მიეწოდება  11099 აბონენტს. წყალმომარაგება 17:00 საათზე აღდგება. 

დატოვეთ კომენტარი